სმარტ საათი არის Apple Watch 6-ის ერთერთი ასლი, მაქსიმალურად მიმსგავსებული, 44მმ სილიკონის სამაჯურით, მისი მოხსნა და შეცვლა შესაძლებელია. წინა ვერსიებისგან განსხვავებით დამატებული და გაუმჯობესებული აქვს მრავალფუნქციური ღილაკი, ტემპერატური საზომი (აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს) თავსებადია როგორც ანდროიდზე ასევე აიფონზე.
სმარტფონს უკავშირდება დამხმარე აპლიკაციის საშუალებით, საიდანაც სრულად იმართება საათი. შესაძლებელია დროის ავტომატური გასწორება, ზარების და მესიჯების მიღება განხორციელება.
კავშირისთვის მოწყობილობა იყენებს ბლუთუზს. გამოიყენება სპორტული აქტივობისთვის, აქვს ფიტნეს აპლიკაციები. მოდელს აქვს მაქსიმალურად დიდი ზომის ეკრანი მაღალი ხარისხის დისპლეი.
იხილეთ სმარტსაათის ფუნქციების სრული ჩამონათვალი:
• ციფრული და ანალოგური ინტერფესი (+თარიღის ჩვენება)
• კონტაქტების სიის სინქრონიზაცია
• სატელეფონო ზარი (ბლუთუზ კავშირის შემთხვევაში)
• SMS შეტყობინებები (ბლუთუზ კავშირის შემთხვევაში Facebook, Twitter, whatsapp, Wechat, QQ....)
• სისხლში ჟანგბადის დონის მონიტორინგი (საჭიროებს გადამოწმებას)
• ძილის მონიტორინგი
• ჯდომის მონიტორინგი
• ზარის ვიბრაცია
• მაღვიძარა
• კალკულატორი
• კალენდარი
• ტაიმერი
• გრავიტაციის სენსორი (რეაქცია მოძრაობაზე)
ფოტოს გადაღება: ფოტოს გადაღება ხდება დისტანციურად თქვენს სმარტფონში, ასევე გადაღებული ფოტოს შენახვას ახდენს ტელეფონი.
პედომეტრი: საათს აქვს ფუნქცია დათვალოს გავლილი ნაბიჯები,მანძილი, დახარჯული კალორიები. მონაცემების განახლება ხდება ყოველდღიურად. ასევე სმარტფონი შესაძლებელია 7 დღის მონაცემების შენახვა. შესაძლებელია მიუთითოთ თქვენი პარამეტრები როგორიცაა სქესი, სიმაღლე, წონა, ასაკი და სისტემა შეგიდგენთ დღის გეგმას.
ძილის მონიტორინგი: ჭკვიანი საათს აქვს ფუნქცია განსაზღვროს თქვენი დასვენების (ძილის) ხარისხი მისი ხანგრძლივობის მიხედვით. სისტემა დათვლის რამოდენიმე დღის შედეგებს და გაჩვენებთ შედეგს.
გულისცემის მონიტორინგი: აპლიკაციის გამოყენების დროს საათი მჭიდროს უნდა ეკვროდეს მაჯას. რეალური შედეგის საჩვენებლად რეკომენდირებულია საჩვენებელი და შუა თითის ერთდროულად დაჭერა პულსზე 20 წამის განმავლობაში. მონაცემების შენახვა და შედარება შესაძლებელია. ნორმალური მაჩვენებელი არის 60-90 დარტყმა წუთში.
ტემპერატურის საზომი: აქვს ფუნქცია მუდმივად აკონტროლოს სხეულის ტემპერატურა
ენერგიის დაზოგვა: ხანგრძილი გამოყენებისთვის მოწყობილობას აქვს ენერგიის დაზოგვის სპეციალური პროგრამა, გააქტიურება ხდება საათიდან და ახანგრძლივებს მოხმარების დროს.
შეხსენება: შესაძლებელია სასურველი დროის ჩანიშვნა მოწყობილობა შეგახსენებთ ამ ინფორმაციას. დაკარგვის საწინააღმდეგო სისტემა: ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია მოძებნოთ საათი თქვენი სმარტფონიდან. მოწყობილობა გამოსცემს ხმას სანამ არ იპოვით, მუშაობს მხოლოდ ბლუთუზ კავშირის დისტანციაზე.
მაღვიძარა: შესაძლებელია ერთდროულად 5 ბრძანების დამახსოვრება
ჟესტებით მანევრი: ეკრანის ავტომატური ანთება, ასევე შემოსული ზარის გათიშვა ან პასუხი ხელის მოძრაობის შესაბამისად.
მუსიკალური პლეიერის კონტროლი: სისტემა მართავს სმარტფონის პლეიერს.