გაყიდული საქონელი უკან ბრუნდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში. ყველა შეძენილი პროდუქტი, გადმოგზავნამდე მოწმდება, მაგრამ თუ მომხმარებელი საქონლის მიღებიდან ერთი დღის განმავლობაში აღმოაჩენს ქარხნულ წუნს, უკავშირდება კომპანიას წერილობითი ფორმით ელ. ფოსტაზე ge.easyshop@gmail.com და აწვდის ინფორმაციას შეკვეთის და დეფექტის შესახებ.
კომპანია იტოვებს უფლებას დამატებითი დეტალების გამოსარკვევად მომხმარებელს შესთავაზოს დამატებითი გზა, რათა დადგინდეს პროდუქტის გამოყენებამდე დეფექტის არსებობა. შპს "იზიშოპი" უკავშირდება მწარმოებელ კომპანიას, აწვდის ინფორმაციას წუნიან პროდუქტზე და აგზავნის მას ექპერტიზისთვის. მწარმოებლის მიერ მოწოდებული დასკვნის მიღების შემდეგ ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. თუ დადგინდა წარმოების დეფექტი, მიმწოდებელი არ არის ვალდებული დეფექტური პროდუქტისთვის დააბრუნოს ფული, არამედ მხოლოდ შეცვალოს ისინი იგივე მახასიათებლების მქონე ახლით.
თუ მწარმოებლის ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ პროდუქტი არ იყო დეფექტური და მისი მოხმარებისას დარღვეული იქნა სარგებლობის და მოვლის პირობები, მაშინ მიმწოდებელს არ ეკისრება ვალდებულება შეცვალოს პროდუქტი, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ექსპერტიზის ხარჯების საფასური.
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ხოლო გადაცვლა - მიღებიდან 7 დღის განმავლობაში. დაბრუნება/გადაცვლის მოთხოვნა მომხმარებელმა უნდა გადმოაგზავნოს ჩვენს მეილზე - ge.easyshop@gmail.com და შემდგომ მიეწოდება დეტალური ინფორმაცია როგორ უნდა მოხდეს გადაცვლისა თუ დაბრუნების აქტი. მომხმარებელმა პროდუქტი უნდა დააბრუნოს თავდაპირველ მდგომარეობაში და ყველა იმ საბუთით, რაც თან ახლდა პროდუქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრუნება ან გადაცვლა ვერ მოხდება. დეფექტის არსებობის შემთხვევაში, ხდება მოდელის დატოვება და ექსპერტიზა, რომლის შემდგომაც, თუ მოდელს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი, მოხდება თანხის ანაზღაურება ან ახალ მოდელში გადაცვლა, ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე. თუ დეფექტი არ იქნება ქარხნული, არ მოხდება არც თანხის დაბრუნება და არც ახალი მოდელით შეცვლა.
პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ - 5 საბანკო დღეში.